Saturday, March 4, 2017

სასწავლო პროექტის გეგმა მიძღვნილი ქალთა საერთაშორისო დღისადმი.

1.    პროექტის        სახელწოდება :    8  მარტი  --   ვულოცავთ   დედებს!
2 .  პროექტის   მთავარი  იდეა --  დედისადმი   სიყვარულისა   და   მადლიერების    გამოხატვა.
3.    პროექტის   აქტუალობა:  მშობლის   პატივისცემა,  მისი  ამაგის  გაცნობიერება  და   დაფასება.

4.    პროექტის   მიზნები :
 *     პატივისცემა  უცხო   ქვეყნის   კულტურისადმი
*      მეტყველების   უნარის   განვითარება,  მხატვრული   კითხვა,  გამოთქმა
*      აზრის   გამართულად   ჩამოყალიბება
*     პრეზენტაცია
*     კავშირი   საგნობრივ  ცოდნასთან
*     ლექსიკური  მარაგის   დაუფლება
*    როგორც  ინდივიდუალური,  ასევე   ჯგუფური   მუშაობის  უნარ-ჩვევების   განვითარება
*      ჩართულობა,  თანამშრომლობა  კლასელებთან,  მასწავლებელთან.
*    ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის   უნარის  გამომუშავება.

5.   მონაწილეთა ასაკი: 10-11  წელი

6.    ვადები\ ხანგრძლივობა: ერთი თვე

7.   მოსალოდნელი  შედეგები\  პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:

მოსწავლეებმა  გამოიჩინონ  ინტერესი  და    გამოავლინონ  ტოლერანტული   დამოკიდებულება  კულტურათა   თავისებურებების   მიმართ

პროდუქტები,  რაც  შეიძლება   შეიქმნას:
ვიდეო-ჩანაწერი,  სლაიდ-შოუ  PoverPoint-ში, საკუთარი ვებ გვერდი,
სადაც   განათავსებენ  სურათებს   და  ინფორმაციას.  ალბომი   ღონისძიებებისთვის   განკუთვნილი.

8.    პროექტისათვის   საჭირო   ძირითადი   რესურსები:  დარბაზი,  კომპიუტერი,
ხმის   გამაძლიერებელი,  პროექტორი,  ვიდეო-კამერა,  პლანშეტი.  ბუტაფორიული ელემენტები.

9.    პროექტის  მსვლელობა  (ძირითადი   აქტივობები):

*   მისალმება, მილოცვა,  შესავალი  სიტყვა
*   ლექსები
*  სიმღერა
*  გამონათქვამები
*   ანდაზები
*  სიმღერა
*  ჯადოსნური   სიტყვები   დედაზე
*  ფონურ   მუსიკაზე   შესრულებული   რუსი   კლასიკოსების   ლექსები
*  ცეკვა   დედებთან   ერთად   (ვალსი)  შოპენი,  ლა   მინორი
*  კომპლიმენტები   დედებს    (გრამატიკული   კონსტრუქციების   გამოყენებით)
*  რუსული  ხალხური  ცეკვა:   კალინკა
*   დედებისათვის   წინასწარ   მომზადებული   ბარათებისა   და  საჩუქრების   დარიგება
*  სლაიდ-შოუს   თანხლებით  საფინალო  სიმღერის   შესრულება .

10.  საგნებთან\ საგნობრივ   ჯგუფებთან\  ეროვნულ   სასწავლო  გეგმასთან   კავშირი :
    ხელოვნება (ცეკვა,  მხატვრული  კითხვა,  მუსიკა),   უცხო  ქვეყნის   კულტურის  პატივისცემა,  კითხვის,  ლაპარაკის   და  მოსმენის   სტრატეგიების  განვითარება.
11.  პროექტის    ხელმძღვანელი (მასწავლებელი):   თინათინ    ნებიერიძე

12.  ხელმძღვანელის   ელ.  ფოსტა:  tinatinnebieridze @gmail.com

13.  პროექტის   ვებ-გვერდი\ბლოგი:   tinatinnebieridze.blogspot.com
                                                                      თინათინ   ნებიერიძის   ბლოგი

No comments:

Post a Comment